ქართული დაფნა

დაფნის ფოთოლი - კომპანიის შესახებ
 
 

შპს ″ქართული დაფნა″ დაარსდა 2014 წელს USAID_ისა და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს (APMA) ფინანსური ხელშეწყობით. კომპანიის საქმიანობა გამომდინარეობს ქართული დაფნის კონკურენტუნარიანობით, რომელიც განპირობებულია მსოფლიოს სხვა რეგიონებში წარმოებული დაფნის ფოთლისგან გამორჩეული გემოთი, არომატით, გამოყენების მრავალფეროვნებით და ხარისხით.

„ქართული დაფნა“ მდებარეობს სოფელ ბზვანში, საქართველოს ერთ-ერთ ჯანსაღ და ხელუხლებელ მზარდ რეგიონში. დაფნის ფოთლის მოყვანა ხდება კომპანიის კუთვნილ ტერიტორიაზე, წარმოება კი ახლომდებარე სამრეწველო ქარხანაში მიმდინარეობს, რომელიც აღჭურვილია ენერგოეფექტიანი, მაღალი წარმადობის საშრობი დანადგარებით, უახლესი ტექნოლოგიით დამზადებული დასუფთავების, დახარისხების და შესაფუთი მანქანებით და მაღალ დონეზე აღჭურვილი ლაბორატორიით. ყველაფერი ეს განაპირობებს მაღალი ხარისხის ერთიან წარმოებას ყველა ეტაპზე.

უფრო ეფექტიანი და მდგრადი პერსპექტივის უზრუნველსაყოფად, „ქართული დაფნა“ მუშაობს ISO 22000 სერტიფიკატის მიღებისთვის, როგორც მართვის, ისე საკვები პროდუქტების უსაფრთხოების სფეროში. ორგანული პროდუქტების წარმოების სერტიფიკატს ქართული დაფნა 2017 წლის დასასრულს მოიპოვებს.

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, მეწარმეობის განვითარების სააგენტოს და USAID/REAP-ის მხარდაჭერით, შპს „ქართული დაფნა“-მ მონაწილეობა მიიღო დუბაიში გამართულ აგროგამოფენაზე „გალფუდი 2017“. გამოფენა გალფუდი საერთაშორისო ვაჭრობისა და კომერციის უდიდეს ცენტრს წარმოადგენს, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან სურსათის, კვებისა და სასმელების წარმოების პროფესიონალები იკრიბებიან. გამოფენის ფარგლებში, შპს „ქართული დაფნა“-მ გამართა 60-ზე მეტი ინდივიდუალური შეხვედრა.