არაჩვეულებრივად სურნელოვანი და არომატული ქართული დაფნის ფოთოლი

 
 

ამბობენ, რომ თანამედროვე დაფნის ფოთოლი თავდაპირველად მხოლოდ შავიზღვისპირეთის საქართველოში ხარობდა. იმასაც ამბობენ, რომ საქართველოში მოყვანილი დაფნის ფოთოლი იმდენად მიმზიდველი იყო, რომ იასონმა და მისმა არგონავტებმა ის ჩუმად გაიტანეს საბერძნეთში (დიდებულ ოქროს საწმისთან ერთად) და იქ მოახდინეს მისი პოპულარიზაცია. მისი წარმომავლობის მიუხედავად, საქართველოში მოყვანილი ეს არაჩვეულებრივად არომატული და პიკანტური გემოს მქონე დაფნის ფოთოლი დიდი პოპულარობით სარგებლობს, როგორც აუცილებელი ინგრედიენტი, რომელსაც მრეწველობის ფართო სპექტრი მრავალი სახის პროდუქტის წარმოებაში იყენებს.

„ქართული დაფნა“ ადგილობრივად აწარმოებს დაფნის ფოთოლს (Laurus nobilis), კრეფს, აშრობს, ახარისხებს და ფუთავს ექსპორტზე გასატანად. „ქართული დაფნის“ მიერ წარმოებული დაფნის ფოთოლი არაერთი პროდუქტის წარმოებაში გამოიყენება, როგორც აუცილებელი ინგრედიენტი.